LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების საწარმო?

76

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახალი, “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონიდან გამომდინარე მეწარმეებისათვის განმარტებას აკეთებს.

მეწარმე, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან. იგი ვალდებულია, საქმიანობას ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი, სტატუსის მინიჭებიდან 10 წლის განმავლობაში

ასევე, სტატუსის მინიჭებიდან 10 წლის განმავლობაში მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული მოგება თავისუფლდება მოგების გადასახადისგან.

რაც შეეხება ქონების გადასახადს. 10 წლის განმავლობაში ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია  მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება.

კანონი “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” 2016 წლის 1 იანვარს ამოქმედდა.