LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეები – „ვგმობთ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კანონპროექტი აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“

157
Untitled design

„რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეები ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გმობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

როგორც ინტელექტკლუბის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს:

„ჩვენ, „რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამიტომ ვგმობთ პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენი არჩევანია – ევროპა!“ – წერია მიმართვაში, რომელსაც ხელს 400-მდე ადამიანი აწერს.

ცნობისათვის, გუშინ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

„ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ჩვენმა განვლილმა გზამ რაღაც გვასწავლა.. დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!“ – ნანა მახარაძე

„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები კვლავ პარლამენტთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები შსს-მ დაშალა.

მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა.

„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

შსს-ს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს