ინტელექტკლუბის “რა სად როდის” წევრს, ნიკა აგლაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი მეგობრების ინფორმაციით, ნიკას თავის ტვინში კავერნოზული ჰემანგიომა აღმოუჩინეს, რისთვისაც თურქეთში უნდა გაუკეთდეს ოპერაცია.
,,უახლოეს მომავალში მას თურქეთში გაუკეთდება ოპერაცია, რაც, თავად ხვდებით, არაა იაფი საქმე. ამიტომ ცხადდება სახსრების შეგროვება “ნიკას ფონდში”: ვისაც რამდენი შეუძლია!
შესაძლებელია ორივე ვარიანტი:
- საბანკო ანგარიშები:
თიბისი: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე;
საქართველოს ბანკი: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე (ნიკას და); დანიშნულებაში მიუთითეთ “ნიკასთვის”.
2) ქეშით ფული შეგიძლიათ მიაწოდოთ თემურ ყანჩაველს კავკასიის უნივერსიტეტში კვირაობით ნებისმიერი ტურის მიმდინარეობის დროს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვისაც რამდენი შეუძლია!”- წერს გიორგი მოსიძე სოციალურ ქსელში