Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რა რეგულაციებით განახლდება ღამის კლუბების საქმიანობა – ჯანდაცვის სამინისტროში კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა რეგულაციებით განახლდება ღამის კლუბების საქმიანობა – ჯანდაცვის სამინისტროში კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

101
1

ჯანდაცვის სამინისტროში ღამის კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.

უწყებაში შეხვედრაზე იმჯელეს, თუ როდის და რა რეგულაციებით უნდა განახლდეს ღამის კლუბების საქმიანობა.

ცნობილი ხდება, რომ კლუბების სტუმრებისთვის, კოვიდპასპორტის მოთხოვნის გარდა, დამატებითი პრევენციული ზომებიც გატარდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ ღამის კლუბებთან და შესაბამის ასოციაციებთან დამატებითი რეგულაციების დაგეგმვაზე, ფაქტობრივად, შეთანხმდნენ:

“დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ღამის კლუბებთან, შესაბამის ასოციაციებთან რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ვიმსჯელეთ იმ დამატებით რეგულაციებზე, რომელიც უნდა დაინერგოს მწვანე პასპორტებთან ერთად და, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება მიღწეულია.

პირველ ეტაპზე საბჭოს ჩვენ წარვუდგენთ წინადადებას, რომ გარდა მწვანე პასპორტებისა, ასევე შესაბამისი სავენტილაციო სისტემებით, ადამიანის რაოდენობრივი შეზღუდვით – საუბარია ტევადობის 50%-ზე – განახლდეს მათი ფუნქციონირება”, – თქვა ბექა ფერაძემ.