LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა რეაქცია აქვს აჩიკო გულედანს, როდესაც ქალიშვილზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს ეცნობა: „სათქმელი ტყუილში რატომ უნდა შევფუთო, როგორც სოციუმის სხვა წევრები ფუთავენ?“

57283
achikoguledani

აჩიკო გულედანის ქალიშვილი, მარიამ გულედანი, რომელიც 17 წლის გახლავთ, გადაცემა „ჩათის“ ერთ-ერთი წამყვანია. ის თავისი ბოლოდროინდელი დებატებით ლადო ბურდულთან და ნანუკა გულუასთან საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მასთან ინტერვიუ ჟურნალმა „გზამ“ ჩაწერა და ჰკითხა, როგორ აფასებს საკუთარ თავს, რა ეშლება და რა გამოსდის კარგად, რაზეც წამყვანმა ასე უპასუხა:

„ალბათ, ცოტათი გასაგებად უნდა ვისაუბრო: ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის, რომ გასაგებად არ ვსაუბრობ  – გონება წინ მისწრებს და ძალიან სწრაფად „ვბაზრობ“, რა… ასევე, გარკვეულ სიტუაციებში, ალბათ, ემოციებს შევიკავებდი… კარგად რაც გამომდის, ისაა, რომ მგონი, საკუთარ აზრს და არა გაზეპირებულს, კარგად, გულწრფელად გამოვხატავ. გულწრფელობა ბევრ რამეს შველის, რადგან თუ გულწრფელი ხარ, ხალხი გისმენს. ადამიანში მთავარი სწორედ გულწრფელობა მგონია.

როგორ ფიქრობ, ხალხის ნაწილის აგრესიას რატომ იწვევ? ბოლო დროს საზოგადოების განხილვის ეპიცენტრში ხარ…

ამ მხრივ, მგონი, სულ ეპიცენტრში ვარ, რადგან ყოველთვის ყველაფერს ბარიერის გარეშე ვამბობ. რატომღაც, სოციუმი ამას უზრდელობას, არაეთიკურობას მიაწერს. უბრალოდ, პირდაპირი ვარ. რაც მგონია, ზუსტად იმას ვამბობ და ვერ ვხვდები, სათქმელი ტყუილში რატომ უნდა შევფუთო, როგორც სოციუმის სხვა წევრები ფუთავენ? ყველაზე მეტად პირდაპირობა აღიზიანებთ.

პირდაპირობის გამო ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაგფუჭებია?

კი. ახლობელმა თავისი მამიდაშვილის – მცირეწლოვანი ბავშვის ფოტო გამომიგზავნა. ვუთხარი, გულისამრევია-მეთქი. მგონია, რომ ბავშვები საერთოდ გულისამრევები არიან და მეც ასეთი ვიყავი. ჩემი აზრით, ყველა ასეთი იყო… ჩემი ახლობელი ადამიანი ამის გამო გაბრაზდა.

მშობლები რა ფორმით მიგანიშნებენ, როცა შენი საქციელი არ მოსწონთ?

რავი, მეუბნებიან, არასწორად იქცევიო. ძირითადად, არ ვუჯერებ, რადგან მგონია, რომ ისინიც არასწორები არიან ხოლმე.

შენ მიმართ კრიტიკაზე, შეურაცხმყოფელ კომენტარებზე როგორი რეაქცია აქვთ?

მგონი, მათაც არ აინტერესებთ, როგორც მე, რადგან ყველა ხვდება, რომ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციო. ასეთ კომენტარებს ბოტები, ან ეკრანს ამოფარებული ბრაზით სავსე ხალხი წერს, ამიტომ ჩვენ ეგ „გვიკიდია“ – მეც, ჩემს მშობლებსაც და მგონი, ყველას, ვინც ჩემთან ურთიერთობს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები