LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროცედურებზეა გახშირებული მომართვიანობა ესთეტიკურ ცენტრებში – სილამაზის აკადემია

6
მაია-გუმბერიძე

რა პროცედურებზეა გახშირებული მომართვიანობა ესთეტიკურ ცენტრებში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა ინექციონისტმა მაია გუმბერიძემ ისაუბრა.

რამდენად ხშირია მამაკაცების მომართვიანობა სხვადასხვა პროცედურებზე?

ესთეტიკურ მედიცინაში მამაკაცთა მომართვიანობა შედარებით ნაკლებია. თუმცა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მამრობითი სქესის პაციენტების მომართვიანობა გაზრდილია.

მოთხოვნა გაზრდილია ინტიმური ზონის გამაჯანსაღებელ-სამკურნალო პროცედურებზე.

ვინაიდან მამაკაცთა უმრავლესობას ასაკის მატებასთან ერთად უჩნდებათ არა ერთი ფიზიკური პრობლემა, ჩვენი კლინიკა პროფესიული მიდგომით ცდილობს ყოველგვარი დისკომფორტის მოხსნას, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

 

ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ პაციენტები და რა პროცედურები კეთდება ხშირად?

პაციენტები ხშირად მოგვმართავენ სხვადასხვა ჩივილებით: ეს არის თანდაყოლილი და შეძენილი ანომალია, ცხოვრების წესსა და ასაკთან დაკავშირებული სტრუქტურული ცვლილებები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება.

ყველა ჩამოთვლილ პრობლემას ვმკურნალობთ სხვადასხვა სახის პროცედურებით. ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს PRP-ს, იგივე პლაზმოთერაპიას, ლაინეკითერაპიას, ჰიალურონის მჟავით, ინტიმური ზონის ე.წ.ფილერით აუგმენტაცია-შევსებას.

მამაკაცებს მინდა ვუთხრა, რომ ეს საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას და ჩივილების გამოვლენისთანავე შეგიძლიათ დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალისტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები