საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ, ქართულ კომპანიებთან შეხვედრისას ის პრობლემატიკა განიხილა, რომელიც ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის შექმნისა და რეალიზაციის პროცესში ხვდებათ.
მაია მელიქიძის განცხადებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაო რეჟიმში ყოფილიყო განხილული ის საკითხები, რომელიც პრეზიდენტის ინიცირებული კამპანიის„მოითხოვე ქართული“ მიმდინარეობისას ხშირად დაისვა მცირე მეწარმეებისა და კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან.
მცირე მეწარმეების მიერ დასახელებული იყო კონკრეტული პრობლემები: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი სირთულეები, ასევე, სავაჭრო ობიექტების მიერ რეალიზებულ პროდუქციაზე თანხების არდაბრუნების საკითხი.
მაია მელიქიძის განცხადებით, მეწარმეებმა ძალიან მნიშვნელოვან საკითხად წამოწიესქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საკითხი. მცირე მეწარმეები კონკრეტულ პრობლემადასახელებენ იმას, რომ არ ტარდება ქართული პროდუქციის გამოფენები და არ ხდება მათი პოპულარიზაცია.
„საქართველოს პრეზიდენტი მთელს თავის ძალისხმევას ახმარს იმას, რომ მოხდეს ქართულიპროდუქციის პოპულარიზაცია. ჩვენ გავეცანით მათ პრობლემებს და გამოვხატავთ მზაობასიმისათვის, რომ მოვახდინოთ ადეკვატური რეაგირება მათზე, შესაბამისი კომუნიკაცია პასუხიმგებელ ორგანოებთან და დავიწყეთ უკვე ეს პროცესი, უკვე მაშინვე შეხვედრის დამთავრებისთანავე“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.