რა პრეპარატებით უნდა დაიტენიანოთ სახე გაზაფხულზე – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატოლოგმა სოფო დალაქიშვილმა ისაუბრა.
ზამთრის შემდეგ კანი მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას…
დიახ, კანზე მოქმედებს, ტემპერატურული ცვალებადობა. ზამთარგამოვლილ კანს სჭირდება სწორი მოვლა. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა არის ბიორევიტალიზაცია-ბუსტერი.
ორივე არის ჰიალურონის შემცველი პრეპარატი, ბუსტერსა და ბიორევიტალიზანტს შორის განსხვავება არის ჰიალურონის მჟავის კონცენტრაციაში. ბუსტერი უფრო მკვრივია და კეთდება კანის ღრმა შრეებში.
როდის უნდა მივმართოთ აღნიშნულ პროცედურებს?
კანში გვაქვს უჯრედები – ფიბრობლასტები, ისინი არიან პასუხისმგებლები სიმკვრივეზე, კოლაგენ-ელასტინზე, ჰიალურინის მჟავაზე. 25 წლიდან კანში ჰიალურონის მჟავის წარმოქმნა მიდის კლებისკენ, შესაბამისად, ამ დროიდან უკვე სასურველია ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩატარება.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
კანის მდგომარეობას, რომლის შემდეგაც საჭიროა შეირჩეს სწორად პრეპარატი. თუ კანი არის ძალიან გამომშრალი, ბიორევიტალიზაციის შემთხვევაში მესამე დღეს ფიბრობლასტები იწყებენ გააქტიურებას. სწრაფი შედეგი როცა გსურთ, მაშინ უნდა მიმართოთ ამ პროცედურას. აღსანიშნავია, რომ ის ტარდება კურსის სახით.