LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პერიოდშია ორსულებისთვის საშიში “ომიკრონი” – სპეციალისტების განმარტება

96
pregnancy

საქართველოში კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტის გავრცელების პარალელურად, მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არსებული “დელტა” ვარიანტისაგან განსხვავებით, კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, იგი მაინც საფრთხის შემცველად რჩება ორსულებისთვის.

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულობის მდგომარეობა მე-3 ტრიმესტრში.

“დიდი რაოდენობით არიან ინფიცირებულები, განსაკუთრებით ორსულებში. “ომიკრონმა” 80% ჩაანაცვლა “დელტა” ვარიანტი. ” – აცხადებს ჟორჟოლიანი

მე-3 ტრიმესტრში იმატებს გართულებები. გართულებები მოსალოდნელია, როგორც ნაყოფის მხრივ ასევე შესაძლოა დედის მხრივაც შეიქმნას პრობლემები,”- აცხადებს პაატა ჟორჟოლიანი.