რა მომსახურებებს სთავაზობს პრესტიჟ ლუქსი მომხმარებელს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პრესტიჟ ლუქსის კოსმეტოლოგმა ირმა ხოზრევანიძემ ისაუბრა.
პრესტიჟ ლუქსი უკვე ერთი წლისაა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით მომსახურებები:
პერმანენტული მაკიაჟი, კოსმეტოლოგია, თმის დაგრძელება, წამწამების დაგრძელება, ეპილაცია, სახის მასაჟი.
როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ თქვენი აკადემიაც…
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გამოგვარჩევს ბაზარზე, არის ის, რომ გვაქვს „პრესტიჟ ლუქსი-აკადემია“.
აკადემიის მიზანია შეასწავლოს მსურველებს სხვადასხვა პროფესია ცენტრში მომუშავე და მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით. „პრესტიჟ ლუქსი – აკადემია“ შესანიშნავი საშუალებაა, დაეუფლოთ ახალ პროფესიას ან/და გაიღრმაოთ ცოდნა უმოკლეს დროში. კურსებს გაუძღვებიან სერტიფიცირებული სპეციალისტები.
მეცადინეობა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გაკვეთილებს. კურსის დასრულებისას მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გამოცდა, ასევე გაიცემა სერტიფიკატი.
რომელი მიმართულებების შესწავლაა შესაძლებელი?
ჩვენთან შესაძლებელია კლასიკური და აპარატურული კოსმეტოლოგიის შესწავლა, კოსმეტოლოგია, როგორც მეცნიერება, კოსმეტოლოგიის მოკლე ისტორია, ანატომიის და ფიზიოლოგიის საფუძვლები, კოსმეტოლოგიაში გამოყენებადი საშუალებები. კოსმეტოლოგიური მასაჟი, წმენდა, მინერალური წმენდა, ვაკუუმური წმენდა, ულტრაბგერითი წმენდა აპარატურული კოსმეტოლოგია…
კურსის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.