Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ბიზნესს: ეცვლება, თუ არა მომხმარებელს გემოვნება დროთა განმავლობაში – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ბიზნესს: ეცვლება, თუ არა მომხმარებელს გემოვნება დროთა განმავლობაში

2413
a5-ansonsi

გუშინ, კონცეპტის სივრცემ თიბისის ბიზნეს კლუბის წევრებისთვის დისკუსიას უმასპინძლა, სადაც მთავარი სპიკერები ბიზნეს-კონსულტანტი ანდრო დგებუაძე და „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე იყვნენ.

შეხვედრის მთავარი თემა მომხმარებლის გემოვნება იყო, რა გზას გადის და ეცვლება თუ არა მომხმარებელს გემოვნება დროთა განმავლობაში, რა სახეს მიიღებს ის მომავალში და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს სამომავლოდ ბიზნესს, როგორ შეიცვლება ბაზარი.

შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში მხოლოდ ბიზნეს კლუბის წევრებისთვის გაიმართა, კოვიდ რეგულაციების გამო, დამსწრეთა ადგილები შეზღუდული იყო.

თიბისის ბიზნეს კლუბი არის სივრცე, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერისთვის შეიქმნა, ბიზნესკლუბი მის წევრებს აწვდის საჭირო ინფორმაციას, აძლევს ცოდნის გაღრმავების საშუალებას, მართავს დისკუსიებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან თემებზე.

ამას გარდა, ბიზნეს კლუბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს ბიზნესსაუბრებს, რომელშიც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები განიხილავენ მათთვის აქტუალურ საკითხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები