LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდებოდა, პროფესორი კელი რომ ქალი ყოფილიყო – იხილეთ ვიდეოს საუკეთესო პაროდია

112

რობერტ კელის ინტერვიუს შემდეგ 1 კვირა გავიდა და ვიდეო კვლავ ყველაზე პოპულარულია . პროფესორის ოჯახის კურიოზულ ჩართვაზე უამრავი პაროდია გააკეთეს, თუმცა ერთმა მათგანმა ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

რა მოხდებოდა, პროფესორი კელი ქალი რომ ყოფილიყო? თუ ეს კითხვა დაგებადათ, პასუხს ვიდეოში ნახავთ.

ახალ ზელანდიურმა კომედიურმა შოუმ Jono and Ben გადაიღო ვიდეო, სადაც, ვითომდა  „ბიბისის“ეთერში პროფესორი კელის ნაცვლად ქალი ერთვება (ქეით ვორდსვორთი).

ქალი პასუხობს ჟურნალისტის კითხვებს სამხრეთ კორეის შესახებ, როდესაც ოთახში მისი შვილი შემოდის, მას კი – უმცროსი მოჰყვება. „პროფესორი დედა“ შვილს კალთაში ისვამს და რძის ბოთლს აძლევს.

პაროდია შემდეგ უჩვეულო სახეს იღებს, ოთახში ხდება ამბები, რომელსაც არ მოელით სატელევიზიო ინტერვიუს დროს – რესპონდენტი წმენდს ტუალეტს, ღუმელიდან გამოაქვს შემწვარი ქათამი და ბომბსაც კი განაღმავს.

დასასრულს, ოთახში შემოდის ქმარი, რომელიც შვილებს სულაც არ ეძებს – მას საკუთარი წინდა ვერ უპოვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები