LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდება, როდესაც დედოფალი გარდაიცვლება

653

მართალია, ბრიტანეთის დედოფალს მხოლოდ გრიპი აქვს და საახალწლოდ  ეკლესიაში და ტრადიციულ სამეფო ვახშამზე მხოლოდ ამის გამო არ გამოჩნდა, თუმცა ბრიტანული მედია უკვე წერს, რა მოხდება, როდესაც დედოფალი გარდაიცვლება.

ბოლოს და ბოლოს, ელისაბედ მეორე უკვე 90 წლისაა და ეს დღეც ბრიტანეთისთვის გარდაუვალი იქნება.

რა ბედი ელის ბრიტანულ ფულს, საფოსტო მარკას?

 

ქვეყანაში 12 დღიანი გლოვა გაიმართება

ნახევრად დაეშვება სახელმწიფო დროშები, დაკრძალვის დღეს დაიხურება ლონდონის საფონდო ბირჟა, რამაც ქვეყანას, შესაძლოა, რამდენიმე მილიარდი ფუნტის ზარალი მიაყენოს.

 

დედოფლისთვის პატივის მისაგებად ლონდონს უამრავი ვიზიტორი ეწვევა

2002 წელს, როდესაც ელისაბედ მეორის დედა გარდაიცვალა, ცხედარი ვესტმინსტერში დაასვენეს და ხალხს საშუალება ჰქონდა, დაკრძალვამდე მისთვის პატივი მიეგოთ. პარლამენტთან 200 ათასამდე ადამიანი მივიდა. ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ კი ხალხის რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრად მეტი იქნება.

 

 

დაკრძალვა მასშტაბური იქნება

დაკრძალვის ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადასცემენ. 1997 წელს პრინცესა დაიანას დაკრძალვა ტელეეთერით  2.5-მა მილიარდმა ადამიანმა ნახა.

 

 

პრინცი ჩარლზი მეფე გახდება

როდესაც დედოფალი გარდაიცვლება, შეიცვლება ქვეყნის ეროვნული ჰიმნი, ვალუტა და საფოსტო მარკები. პარლამენტი ახალი მონარქისთვის ნდობის გამოსაცხადებლად შეიკრიბება. თუ ჩარლზი მეფობაზე უარს იტყვის, ამ შემთხვევაში პრინცი უილიამი გამეფდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები