ერთი რამ უკვე ცხადია – ორმხრივი ბაქი-ბუქობის მიუხედავად, ინიშნება მეორე ტური. საპრეზიდენტო მარათონი გრძელდება და, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა ორ მთავარ ძალას შორისაა. აქეთ ცოტა დაბნეული და იმედგაცრუებული „ქართული ოცნება“ და იქით გულზე მოსული „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი იმედებითა და შემართებით.
ქართულ სოციალურ ქსელში კი ბუნებრივია ათასგვარ კომენტარს თუ შეფასებას შეხვდებით. არ დაახანა არც იუმორისტულმა შარჟებმა და ერთ-ორ სარკასტულ მონტაჟს აქვე შემოგთავაზებთ.
რა მოხდება დამარცხების შემთხვევაში?