LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა მოხდა სინამდვილეში?” – “პანდა” ბრალდებებს ვიდეოთი პასუხობს (ვიდეო)

401
ghjjhk

სარეკლამო კომპანია „პანდა“ ვიდეოს აქვეყნებს და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. ვიდეორგოლში „პანდა“ აღიარებს, რომ საკუთარ რესურსებს ოპოზიციის გასაკრიტიკებლად მართლაც იყენებდნენ, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას“ მიზანმიმართულად აკრიტიკებდნენ. მათივე თქმით, ამას დიქტატურის დაბრუნების შიშით აკეთებდნენ.

„იმ უამრავი ბრალდებიდან, რომელიც მედიამ მოგვაკერა ჩვენ ვადასტურებთ მხოლოდ მცირე ნაწილს. ფეისბუქის გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია ჩვენი მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე. დიახ, ჩვენ ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად “ნაციონალურ მოძრაობას”. ჩვენ ამას არ ვაკეთებდით „ქართული ოცნების“ სიყვარულით, არამედ ვაკეთებდით ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით. რადგან ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი.“

ვიდეოში „პანდა“ სკოლაში თავს გადამხდარ ისტორიას ყვება და წინახელისუფლების დროს მომხდარ ამბავს იხსენებს.

„დღეს ჩვენი მორალური ღირებულებები ეფუძნება იმას, რომ თქვენ და თქვენმა შვილებმა იგივე არ გამოსცადოთ. რამდენიმე დღეა ცილს გვწამებენ და ჩვენს შესახებ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას. რა მოხდა სინამდვილეში?!…“

“გაპრავების სამარცხვინო მცდელობა…” – პანდას გამოხმაურება და ინტერნეტმომხმარებლების რეაქციები (ვიდეო)

„პანდამ“ ბრალდებების ნაწილი დაადასტურა. ასევე დაადასტურა ფეისბუქის განცხადების ის ნაწილი, რომ მათი მუშაობა მართლაც სისტემური იყო: „ჩვენს სისტემურად ვმუშაობდით. დიახ, ეს ასეა. ჩვენ სოციალურ ქსელში ვფლობთ და ვაქირავებთ რესურსებს.“

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში არაფერია ნათქვამი ფეისბუკის დასახელებულ თანხაზე.

შეგახსენებთ, რომ სარეკლამო კომპანია “პანდა”, სოციალურმა ქსელმა”ფეისბუქმა” რამდენიმე დღის წინ, გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა. „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 ყალბი ანგარიშები გააუქმა. კერძოდ, 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში გააუქმა. სოციალური ქსელის ინფორმაციით, მათ უკან მდგომი პირები ადგილობრივი აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. „ფეისბუქის“ ცნობითვე, ამ გვერდებმა სოციალურ ქსელებში პოსტების რეკლამაში 300 000 დოლარზე მეტი დახარჯეს.