LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდა დორტმუნდში (ფოტოები)

14

დორტმუნდის „ბორუსიას“ ავტობუსის სიახლოვეს სამი აფეთქება მოხდა, როდესაც გუნდი „სიგნალ იდუნა პარკისაკენ“ მიემართებოდა.


ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, ბომბი ბუჩქებში იყო დამალული. აფეთქება ავტობუსის იმ მხრიდან მოხდა, სადაც „ბორუსიას“ მწვრთნელი ტომას ტუხელი იჯდა.


აფეთქებამ ავტობუსის საბურავები დახეთქა და მინები ჩაამსხვრია, ნამსხვრებისგან მარკ ბარტრა დაშავდა, რომელიც უმნიშვნელო ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


აფეთქებების შემდეგ დორტმუნდის პოლიცია სტადიონზე მყოფებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ მათ არაფერი ემუქრებოდა.


სტადიონზე მყოფი „მონაკოს“ გულშემატკივრები „ბორუსიას“ მხარდამჭერ შეძახილებს სკანდირებდნენ.


„მონაკო“ 80 ევროს აუნაზღაურებს ყველა გულშემატკივარს, რომლებიც დორტმუნდში გაჩერდებიან და მატჩზე მივლენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები