ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ აკრძალვებზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“თუ ვინმემ რამე ლოგიკა იცით, თუ რატომ რჩება კვლავ11 მაისიდან შემდეგი აკრძალვები, მეც შემატყობინეთ 🙂
– კერძო მანქანით 3-ზე მეტი პირის გადაადგილება
– მანქანაში წინა სკამზე ჯდომის აკრძალვა
– ფეხსაცმელების და ტანსაცმლის შეძენის აკრძალვა
– კომენდანტის საათი 9pm-6am
განა წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ როგორც მოქალაქეს მაინტერესებს რითი ვზრდი ჩემი შვილის ინფიცირების რისკებს მანქანის უკანა სკამიდან თუ წინ გადმოვსვი? ქალაქგარეთ ოჯახთან ერთად გასასვლელად ერთი მანქანის მაგივრად, რატომ უნდა მყავდეს სამი მანქანისაგან შემდგარი ქარავანი? ახალი ფეხსაცმელი რითია კოვიდის მიმართ უფრო ავიდული, ვიდრე ნახმარი და გაცვეთილი? და კიდევ რა მისტიური მოვლენები ხდება საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში ისეთი, რომ ჩვენი იქ ყოფნა ეპიდემიოლოგიურ ტეხილს საფრთხეს უქმნის? – აი ეს ბოლო საკითხი უკვე ისე მაინტერესებს, რომ ლამის საგანგებოდ დავარღვიო კომენდანტის საათი ოღონდ ეგ ამბავი გავიგო როგორმე.”-წერს გიორგი კალდელაკი სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/george.kandelaki.14/posts/10222061760750119