რა მეთოდები არსებობს ცხიმის დასაშლელად, რა არის ლიპოლიტიკებით მიღებული ლიპოლიზი, რომელი პროცედურაა უფრო ეფექტური – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატო-კოსმეტოლოგმა ნათია ნუცუბიძემ ისაუბრა.
როგორ გავარჩიოთ ცხიმოვანი უჯრედები?
ოცდამეერთე საუკუნეში სასურველი ფორმების მიღება საკუთარ სხეულსა და სახეზე შესაძლებელია მრავალი მეთოდით. ქირურგიული ჩარევის გარეშე ცხიმის დაშლის მრავალი მეთოდი არსებობს ნაკლებად ინვაზიური და არაინვაზიური. დაწვრილებით ავხსნი თუ როგორ ხდება ცხიმის დაშლის პროცესის დაჩქარება და რომელი პროცედურა რა გავლენას ახდენს კანქვეშა ცხიმის დაშლაზე.
ცხიმოვანი უჯრედები – ადიპოციტები, მრავალფუნქციურთან ერთად მრავალფეროვანიცაა, სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით განირჩევა: თეთრი, ყავისფერი და გარდამავალი-ჩალისფერი(ან კრემისფერი) ცხიმოვანი უჯრედები . ძირითადი და ყველაზე გავრცელებული, ამასთან მრავალფუნქციურიც, გახლავთ თეთრი ცხიმოვანი უჯრედები. ისინი:
მჟავებისგან ცხიმის წვის პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისგან პირველი ეტაპი ეს არის ლიპოლიზი. ლიპოლიზი შეიძლება მიიღეს რამდენიმე გზით ეს არის კოსმეტოლოგიური და არაკოსმეტოლოგიური ( სწორი კვება ვარჯიშით )გზით მიღწეული ცხიმის დაშლი პროცესი სადაც ძირითადად იშლება კანქვეშა ცხიმი და ვისცერალური ცხიმიც, რომელიც მავნე გავლენას ახდენს ორგანიზმისთვის.
არსებობს ელექტროტროდებით, ულტრაბგერითი, კრიოლიპოლიზის, პრეპარატებით, ნახშირბადის მოლეკულით მიღებული ლიპოლიზის პროცესი.
რომელი პროცედურაა უფრო ეფექტური?
ცხიმის დაშლი პროცესში აუცილებელია წყალ მარილოვანი ბალანსი აღდგენა, რადგან ლიპოლიზის პროცესი ვერ წავა სწორად, თუ შეშუპება აქვს პაციენტს. პირველ რიგში ვიწყებთ ლიმფოდრენაჟით, რომელიც უჯრედს ათავისუფლებს ზედმეტი სითხისგან, რათა ლიპოლიზის პროცესში ხელი არ შეგვეშალოს, ლიმფოდრენაჟი მიიღება სხვადასხვა მეთოდით აპარატურული და მანუალური მასაჟით. ულტრაბგერის ზემოქმედების პროცესში, შიდა ცხიმის უჯრედები ლიკვიდირებულნი არიან, კანი უფრო ელასტიკური ხდება და ლიპოლიზის შემდგომი ბიოქიმიური პროცესი ჩქარდება. შემდეგი მეთოდი კრიოლიპოლიზია. პროცედურის დროს იყინება და მცირდება ცხიმის უჯრედები. პროცედურიდან სამი საათის შემდეგ პაციენტის სხეული უკვე ფორმაშია, თუმცა მაქსიმალური შედეგი მიიღწევა 2-4 თვის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში კრისტალიზებური ცხიმის უჯრედები იშლება და ბუნებრივად გამოდის ორგანიზმიდან.
პროცედურა საკმაოდ კომფორტულია და გრძელდება 1- 2 საათამდე. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პროცედურის დროს იყინება და მცირდება ცხიმის უჯრედები. პროცედურიდან სამი საათის შემდეგ პაციენტის სხეული უკვე ფორმაშია, თუმცა მაქსიმალური შედეგი მიიღწევა 2-4 თვის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში კრისტალიზებური ცხიმის უჯრედები იშლება და ბუნებრივად გამოდის ორგანიზმიდან.
რა არის ლიპოლიტიკებით მიღებული ლიპოლიზი?
ლიპოლიტიკით კორექცია ეს გახლავთ ნატურალური ფერმენტებისა და სხვა ნივთიერებების გამოყენება, კონკრეტულ უბანზე ინექციის დახმარებით. პრეპარატის შემადგენელი – ფოსფატიდილქოლინი, ბუნებრივი გზით ღვიძლში გამომუშავდება ცხიმის ცვლისათვის საჭირო ძირითადი ნივთიერება. როდესაც ხდება ამ ფერმენტის კლება ორგანიზმში, ირღვევა ცხიმოვან ნივთიერებათა ცვლა. ლიპოლიტიკები ამაღლებს ფოსფატიდილქოლინის დონეს, რაც გვეხმარება ზედმეტი ცხიმის გასაქრობად. კარბოქსითერაპია მარტივი სიტყვებით არის მოლეკულური CO2-ის კანქვეშ შეყვანა, უჯრედები ნახშიროჟანგით გარეჯების შემდეგ გაძლიერებულად იზიდავს ჟანგბადს, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს სისხლის ჟანგბადით გამდიდრებას და უჯრედულ მეტაბოლიზმს. შედეგად კანი თავისუფლდება ტოქსინებისგან, იწყება უჯრედულ დონეზე აღდგენა და კოლაგენის გამომუშავება. ეპიდერმისის რეგენერაცია, პიგმენტაციის გაქრობა და ზოგადი გაჯანსაღება ხდება.
ეს პროცედურები ხელს უწყობს არამარტო ცხიმის დაშლას არამედ კანის ელასტიკურობას და კოლაგენის გამომუშავებას რათა ქსოვილები უფრო მკვრივი და დალიფტინგებული იყოს. ეს პროცედურები ტარდება ყველა უბანზე: სახეზე, ფეხებზე, მუცელზე, მკლავებზე, კისრისა და დეკოლტეს ზონაზე,დუნდულებისა და ზურგზე. დღეს ძალიან ტრენდულია სახის დათხელებები ამაზე მინდა ვისაუბრო და სახის დათხელება მიიღწევა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურებით. პროცედურებს ვარჩევთ უშუალოდ კონსულტაციაზე ცხიმის მდგომარეობის განსაზღვრისას თითქმის უმეტესობა შემთხვევაში ლიმფოდრენაჟის ვიწყებთ და შემდგომ გადავდივართ ზემოთ აღნიშნულ ამა თუ იმ პროცესზე. შედეგად ვიღებთ დაშლილ ცხიმს , გამკვრივებულ კანს.