LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა მდგომარეობამდე მიიყვანეს მკვლელებმა პრეზიდენტი, მკვლელები ხართ“ – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი დარბაზიდან გააძევეს

166
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (21)

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ერთვება მიხეილ სააკაშვილი.

„ბატონო მიხეილ თუ გაშიშვლებას დაიწყებთ, გამოგრთავთ“ – მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

გიული ალასანია: „ჩემი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები – ხელში მაკვდება შვილი“

სხდომას ესწრებიან სააკაშვილის მშობლები და მხარდამჭერები.

ექსპრეზიდენტის ონლაინ გამოჩენის შემდეგ, პროცესზე სააკაშვილის მხარდასაჭერად მისული მოქალაქე წარმოთქმული რეპლიკის გამო დარბაზიდან გააძევეს და 200 ლარით დააჯარიმეს.

„რა მდგომარეობამდე მიიყვანეს მკვლელებმა პრეზიდენტი, მკვლელები ხართ“  – თქვა მოქალაქემ, რის შემდეგაც მოსამართლემ მისი დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემენ ექსპერტები. მათ შორის, სასამართლოში იმყოფება ამერიკელი ექსპერტიც – ერიკ დევიდ გოლდ სმიტი, რომელმაც სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მონაწილეობა მიიღო.

„ასეთია დღეს მიშა, ამას ვუყურებ და ვუძლებ“ – გამოხმაურებები მიხეილ სააკაშვილის პირველ კადრებზე

სააკაშვილის ძმა: სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს – პროცესის განვითარებას მოსამართლე არევაძის დამოკიდებულება განსაზღვრავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები