LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! – ელისაშვილი სააკაშვილს ურჩევს სტრასბურგის სასამართოს მიმართოს

219
BeFunky-collage (2)

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ურჩევს სტრასბურგის სასამართოს მიმართოს.

“მახნოს დრო ხომ არ არის და ბოლშევიკების?! რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! ” – აცხადებს ელისაშვილი

მისი განცხადებით, სააკაშვილი იყო ეფექტური რეფორმატორი, თუმცა ჩაიდინა “ჯოჯოხეთური რაღაცეები” რასაც არ ნანობს.
“მოქალაქეების” ლიდერის თქმით, შესაძლოა , სააკაშვილს ისევე როგორც სხვას, საქართველოში სამართლის პოვნა გაუჭირდეს, თუმცა თუ არაფერი დაუშავებია, თავი სტრასბურგის სასამართლოში შეუძლია იმართლოს.

“თუ მართლა ტელევიზიით უყურებდა ყველაფერს და გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და გელაშვილმა თავი იცემა, ქონება წაირთვა და პარლამენტიდან თვითონ გაიგდო თავი, ცამდე მართალი თუ არის და მამა აბრამის ბატკანი, გაიმართლოს თავი.” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი

“მესმის, რომ ამ სასამართლოს მტერი ენდო, მურუსიძის სასამართლოში სააკაშვილი კი არა, ვერავინ იპოვის სამართალს” – აცხადებს ელისაშვილი

“მეც მაინტერესებს მტკიცებულებები, ერთია მე რა ვიცი და ჩვენ რაც ვიცით და მეორეა მტკიცებულებები. რა კომიტეტი შექმენით და სახალხო რაზმი მოვარდეს, ბოდვებს თავი დაანებოს, სტრასბურგში გაიმართლოს თავი,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, სანამ სააკაშვილმა თავის ტყავზე არ იგრძნო როგორი სასამართლო შექმნა, მანამ არ ინანა და ამასაც გადაცდომა დაარქვა და არა დანაშაული.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს “არანაირი მეტამორფოზა” არ განუცდია და სინანული არ აქვს მის მიერ ჩადენილ საქმეებზე. როგორც ელისაშვილი აცხადებს, თუმცა არავინ უარყოფს რომ ეფექტური რეფორმატორი იყო.

“სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ბოდიში – სახელმწიფო ზვიად გამსახურდიამ ჩამოაყალიბა, ინსტიტუციურად ედუარდ შევარდნაძემ” – აცხადებს ელისაშვილი.

მისი განცხადებით, სააკაშვილი ზედმეტად იბრალებს დავით აღმაშენებლობას.

“ელემენტარული სინანული მაინც უნდა გქონდეს ამის გამო, როგორ კადრულობს სანდრო გირგვლიანის საკითხი არ არსებობდა და მოგონილია პიარულადო, ვანო მერაბიშვილს რომ აწმენდს ხელებს, ეს მისი ჩვეული წესია, რომ მეგის ქარდავას არ იცნობს, ახალაიები ორჯერ ჰყავს ნანახი.”

“მოქალაქეების” ლიდერის თქმით, სირცხვილია რაც სააკაშვილმა ილაპარაკა. ელისაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შანსი, რომ პოლიტიკურად გაცილებით ღირსეულად წარმდგარიყო.

“თურმე 7 ნოემბერს ქურდებმა გამოგვიყვანეს გარეთ და მთელი დღე იმიტომ მირტყამდა სააკაშვილის პოლიცია, რომ პატარკაციშვილი მინდოდა თურმე პრეზიდენტი გამხდარიყო, ის დასკვნაც ვერ გამოიტანა, რომ უსამართლობას არ ეგუებოდა ხალხი და აი, ამან გამოიყვანა და არა იმან, რომ პატარკაციშვილი მინდოდა ან დამირეკა ქურდმა მუსოიანმა და მითხრა გამოდიო – ეს დასკვნები ვერ გამოიტანა,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები