LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კომბინაციური მეთოდები არსებობს რელიეფურ კანთან დაკავშირებით – სილამაზის აკადემია

213
შალვა-აბულაძე

რა კომბინაციური მეთოდები არსებობს რელიეფურ კანთან დაკავშირებით – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა.

რა ეფექტის მომტანია კომბინაციური მეთოდი?

რამდენიმე წელია ჩვენი მეთოდი ითვალისწინებს კომბინაციური მუშაობის მეთოდს. თითეული პაციენტისთვის პროგრამა დგება ინდივიდუალურად და წინასწარ განისაზღვრება როგორც პროცედურების რაოდენობა ასევე ინტენსივობა.

ჩავშალოთ კონკრეტულად რითი ვიწყებთ მუშაობას. იმისთვის, რომ ცხიმის დაშლა დავიწყოთ საჭიროა გამოვიყენოთ კავიტაცია იგივე ულტრა ბგერა K40 სიხშირის.

კავიტაციის შემდეგ სხეულზე კეთდება მასაჟი, როგორც ანტიცელულიტური ასევე ლიმფოდრენაჟი და პროცედურის ბოლოს პაციენტი ისვენებს და დუნდება პრესო თერაპიაში, სადაც ხდება ასევე ლიმფის გააქტიურება.

მე-4 პროცედურიდან კავიტაციას საჭიროებისამებრ ემატება 6 და 12 შრიანი RF-ი, იგივე რადიო ტალღა, რომელიც გვეხმარება კანის გამკვრივებაში.

მე-6 პროცედურიდან პროცედურებს დაემატა ენდოსფერო, რაც გვაძლევს იმის საშუალებას რომ ვიბრაციით და როლერის დახმარებით მივიღოთ კარგი შედეგი. უშუალოდ ენდოსფერო ისევე როგორც წინარე აპარატურა გულისხმობს სახეზე არაინვაზიურ პროცედურებს.

რადგან ენდოსფერო არც თუ ისე დიდი ხანია შემოვიდა, აგვიხსენით რას უწყობს ხელს?

ენდოსფერო სრულყოფილი აპარატია და მისი გამოყენება დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი. ის აქტიურად გვეხმარება:

• ჯიუტი ცხიმის დაგროვებების წინააღმდეგ ბრძოლა, სხეულის მოცულობის შემცირება;

• დასუსტებული და გაწელილი კანის დაჭიმვა;

• ყველა სახის ცელულიტის, მათ შორის ფიბროზული ცელულიტის მკურნალობა;

• ლიმფის შეგუბების, ვენური შეშუპების მკურნალობა და პროფილაქტიკა, ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნა და ლიმფური დრენაჟი;

• ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნთების სპაზმებისა და ტკივილის (მიალგია) მოხსნა, კუნთების ტონუსის ნორმალიზება;

• ენდოსფერული თერაპიის დროს, მექანიკურ და ვიბრაციულ მოქმედებასთან სინქრონულად, ტარდება ძველი ეპიდერმული უჯრედების მოცილება და კანის პილინგი.

ყველას მსგავსი ჩარევა სჭირდება?

რა თქმა უნდა არა. იმიტომაც ჩვენ ყველა პაციენტთან ვმუშაობთ ინდივიდუალურად. დამოკიდებულია როგორც ასაკობრივ ზღვარზე, ასევე კანის ტიპებზე გენეტიკურ ფაქტორებზე და კონკრეტულ მოცემულობაზე. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდი თითქმის ყველა გამოწვევისთვი მზად არის.

პროცედურის ხელშეწყობისთვის უნდა დავიცვათ სწორი კვება. სასურველია ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან თავის შეკავება, ძილის რეჟიმის შეძლებისდაგვარად მოწესრიგება, წყლის საჭირო რაოდენობით მიღება, სეზონური ხილის დაბალანსებულად მიღება.

სამსახურიდან შინ დაბრუნებულ ადამიანს ასევე ვურჩევთ რამდენიმე წუთი ქვედა კიდურების ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსებას 10 წუთი. თუ გვინდა ჩვენი სხეული გვემსახუროს დიდხანს, ცოტა დროც უნდა დავუთმოთ.