”ჩელსის” ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეს მართლაც რომ ბევრს ნიშნავს, რადგან ამ ურთულეს და უძლიერესი ფეხბურთელებით გამოტენილ ჩემპიონატში გამორჩევა უბრალო საქმე არ არის. ”ჩელსიც” ჩემპიონი გახდა. თუმცა დაიწყო ახალი სეზონი და ”არისტოკრატებს” საქმე საშინლად მისდით. გუნდი უჩვეულოდ ბევრს აგებს, აზარი კი საერთოდ რას აკეთებს, ალბათ მოურინიოც კი არ უწყის. როდესაც ბელგიელმა ბოლოს გაიტანა პრემიერლიგაში ”ჩელსის” რიგებში, მაშინ…
იურგენ კლოპი დორტმუნდის “ბორუსიას” მწვრთნელი იყო;
ჩავი ჯერ კიდევ “ბარსელონაში” თამაშობდა;
ევა კარნეირო “ჩელსიში” მუშობდა…