LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება რაჭაში – „შქმერში ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აღარ გაიცემა“

129
08c96c2e235de948374ab3411cdf5e36

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეისწავლა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში შპს „ტექნოლოგი 2021“ – ისა და შპს „მნ ნორთი“ – ს მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა. სააგენტოს თანამშრომლებმა, შემოწმების შედეგად, შპს „ტექნოლოჯი 2021“ – ის მიერ  ცალკეული სალიცენზიო პირობების დარღვევები გამოავლინეს. რაც შეეხება შპს „მნ ნორთი“ – ს, კომპანიას სალიცენზიო საქმიანობა არ დაუწყია.

„გამოვლენილ დარღვევებზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია, ლიცენზიანტისთვის გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად და ჯარიმის დაკისრება. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.

ამასთან, წიაღით შესაძლო უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, 2021 წლის 22 ნოემბერს საქმის მასალები, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. დღეის მდგომარეობით, შპს „ტექნოლოგი 2021“ – ისთვის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია.

გარდა ამისა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აღარ გაიცემა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები