საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა მდინარე ნენსკრას ხეობა პირადად დაათვალიერა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ადიდებული მდინარის კალაპოტის არც ერთ მონაკვეთზე დაგუბებული წყლის მასა აღარ შეინიშნება. ამიტომ, სტიქიის განმეორების რისკი აღარაა.
“ადგილზე, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები. სოფელ ჭუბერში იმყოფება 150-მდე მაშველი“, – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ვიდეო სტიქიის ზონიდან, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გადაიღო და გაავრცელა.
https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1854429908194566/