თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ კუს ტბის ტერიტორიაზე მდებარე რესტორნის მფლობელებს საკუთარ ობიექტში შესასვლელი ღობე მოახსნევინეს.
საერთო მოხმარების სივრცის რესტორნის მიერ შეღობვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მომხმარებელმა, რაზეც მუნიციპალურმა ინსპექციამ რეაგირება მოახდინა.
“რა ხდება კუს ტბაზე???
ფეხით მისიარულეთა დასვემების ზონა შემოღობილი, ჩარაზული და ვიღაცის ფულის შოვნის ობიექტად იქცა…
11-00 საათია და გულით რომ გინდოდეს, თუ კაფეში არ შეხვალ, ტბას ვერ გადახედავ.
90- იან წლებში ვერ გაბედეს ეს!
მიშას დროს ვერ შესძლეს ეს!
ახლა ვინ გაბედა!
დავიჯერო, ნებართვა გაიცა საერთო მოხმარების , დასასვენებელი ზოლის ფულის შოვნის ობიექტად გადაკეთების?
დავიჯერო, ეს ვინმემ გაბედა???
მერია, რა ხდება????”– წერს მომხარებელი.