LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება ჰაერში: ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა გრძელდება

101
67234108-2507558212629585-4678260390927269888-o

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

11 ივნისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე და რუსთავში 1.2-ჯერ, ხოლო ქუთაისში 8.2-ჯერ, 12 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ვარკეთილში 1.1-ჯერ, რუსთავში 1.5-ჯერ, ხოლო ქუთაისში 1.4-ჯერ, 11 და 12 ივნისს დაფიქსირებული მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება გამოწვეული იყო სინოპტიკური პროცესით – საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით. 13 ივნისს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე და რუსთავში 1.3-ჯერ, 14 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო რუსთავში 2.4-ჯერ. 15 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში 1.5-ჯერ . 16 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ვარკეთილში 1.1-ჯერ, ვაშლიჯვარში 1.5-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ 1.2-ჯერ ხოლო რუსთავში 1.7-ჯერ. 17 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ვაშლიჯვარში 1.1-ჯერ, რუსთავში 1.3-ჯერ, ხოლო ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ. 16 და 17 ივნისს დაფიქსირებული მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბებაც გამოწვეული იყო სინოპტიკური პროცესით.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე და ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: გლდანის V მიკრორაიონი, კორპ.21 ვალდორფის საბავშვო ბაღი; გლდანის V მიკრორაიონი, საბავშვო ბაღი N205-თან; გლდანის V მიკრორაიონი, საჯარო სკოლა N69-თან; გლდანის V მიკრორაიონი, საჯარო სკოლა N191-თან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.