LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კავშირი აქვს ზურაბ ნოღაიდელს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებთან

116
ზურა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა, პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს.

ის რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ის არ იცნობს და მათ საქმიანობასთან შეხება არ ჰქონია.

რა ვიცით ბიზნესმენზე, რომელმაც საქართველოში 1938 წლის რუკა დააბრუნა და რა აკავშირებს ლევან ვასაძესთან

ხელი მიუწვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სხვადასხვა კლასიფიკაციისა თუ დანიშნულების რუკებზე. 

“ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საერთოდ არ ვიცნობ, საერთოდ არ შევხვედრივარ, იყვნენ თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, მემგონი — არა. მე ამ ხალხს არ ვიცნობ და არ ვიცნობ არც მათ მუშაობას. მე მათთან არასდროს არ მიმუშავია”,— ამბობს ყოფილი პრემიერი.

ზურაბ ნოღაიდელი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე პროკურატურაში გამოიკითხა. ის საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობას 2005-2007 წლებში იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები