LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს როზაცეას – სილამაზის აკადემია

15
Untitled-3

რა იწვევს როზაცეას და როგორ გავუმკლავდეთ – გადაცემის ,,სილამაზის აკადემია“ სტუმარია ექიმი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი ნინო გოგიბერიძე.

რა არის როზაცეა?

როზაცეა კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ის იწვევს სახის კანის სიწითლეს, შესიებასა და წითელ გამონაყარს. ამის გამო, როზაცეა ხშირად ერევათ აკნეში, რომლისგან განსხვავებითაც, აღნიშნული მკურნალობის გარეშე არასდროს გაუვლის პირს და დროდადრო, მხოლოდ გაუარესდება. ამიტომ, თუ სახეზე სიწითლეები აღგენიშნებათ, დროულად გადაამოწმეთ დერმატოლოგთან მიზეზი.

რა სიმპტომებით ხასიათდება?

სახის კანის სიწითლე, რომელიც ხშირად ლოყებზე, ცხვირზე და ნიკაპზე ჩნდება;

სახის კანის უეცარი სიმხურვალე, ქავილი, ან შესიება;

სახის კანის პერიოდულად და მოულოდნელად წითელი გამონაყარით დაფარვა;

წითელი კაპილარების გამოკვეთა;

​როზაცეამ შესაძლოა თვალებზეც იქონიოს გავლენა.

რა იწვევს როზაცეას?

დაავადების ზუსტი მიზეზები გაურკვეველია, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის ნერვოვასკულარული პრობლემებითაა გამოწვეული. გენეტიკა და გარემო პირობებიც შესაძლებელია ხელს უწყობდნენ დაავადების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ყოველი პირისთვის მიზეზი განსხვავებული შეიძლება იყოს. უმეტეს შემთხვევაში ესენია:

განსაკუთრებული სიცხე ან ცხელი წყლით ბანაობა;

ექსტრემალური ვარჯიში;

მზის გავლენა;

ქარის გავლენა;

განსაკუთრებული ცივი გარემო;

ცხელი სასმელის მიღება;

სუნელებიანი საკვები;

კოფეინი;

ალკოჰოლი;

მენოპაუზა;

ემოციური სტრესი;

სახეზე ტოპიკური სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება;

სახის წვალება;

პარფიუმერიის ან ალკოჰოლის შემცველი კოსმეტიკის გამოყენება.

ვის შეიძლება დაემართოს როზაცეა?

უმეტეს შემთხვევებში როზაცეა ღია ფერის კანის 30-დან 50 წლამდე ქალბატონებს ემართებათ. თუმცა, ფიქსირდება მსგავსი შემთხვევები ბავშვებსა და მამაკაცებშიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები