LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს ყველაზე ხშირად?

58

შეერთებული შტატების სატრანსპორტო უსაფრთხოების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, უსაფრთხო მართვის პროგრამის შესრულების პროცესში მიღებული ინფორმაცია გადაამუშავეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ უყურადღებობა ბევრად უფრო ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი, ვიდრე მათ მანამდე წარმოედგინათ.

კვლევაში მონაწილე მძღოლების ავტომობილები სპეციალური კამერებით აღიჭურვა, რომლებიც საქარე მინაზე მიმაგრდა. ყოველი მოულოდნელი დამუხრუჭების ან შეჯახების დროს, კამერა 12-წამიან ვიდეორგოლს აფიქსირებდა აქსელერომეტრის და ხმის მაჩვენებლით. გაჯეტი 8 წამს ავტოშემთხვევამდე არეგისტრირებდა, 4 წამს კი, მის შემდეგ.  

საერთო ჯამში ექსპერტებმა 2007-2015 წლებში მომხდარი 2 200-ზე მეტი ინციდენტი დაამუშავეს და განსაკუთრებული ყურადღება მძღოლების ქცევაზე ავტოშემთხვევამდე გაამახვილეს. შედეგად დადგინდა, რომ ავტოავარიების 50% უყურადღებობით იყო გამოწვეული, 25% მგზავრის მიერ იყო პროვოცირებული, 12%-ის მიზეზი კი, მძღოლის ტელეფონზე საუბარი გახდა.

ერთ-ერთმა მკვლევარმა ჯენიფერ რაიანმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მძღოლების უმრავლესობა მართვის დროს, ან SMS-ებს გზავნის ან სოციალურ ქსელშია და ნაკლებ ყურადღებას აქცევს გზაზე მოძრაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები