ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი „ფეისბუქზე“ აქვეყნებს მის ძველ წინასწარმეტყველებას, რომელიც კრემლის თავზე დრონის აფეთქებას ეხება:
„მეგობრებო,
ალბათ, უკვე ყველამ იცით, რომ 2-3 მაისის ღამით კრემლს ორმა დრონმა შეუტია, რომლებიც სენატის სასახლის თავზე აფეთქდა.
მოსკოვის შეფასებით, ეს იყო კიევის მიერ მოწყობილი ტერაქტი და პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმა, ვინაიდან სენატის სასახლეში პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე ბინა-რეზიდენციაც მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ იქ უმასპინძლა პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, ალექსანდრ ბასტრიკინის დავალებით, „კიევის რეჟიმის მცდელობასთან დაკავშირებით, უპილოტო საფრენი აპარატებით მიეყენებინა დარტყმა პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციისთვის“, სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.
და ალბათ ბევრ თქვენგანს გაახსენდა ქალბატონ ლელა კაკულიას 13 წლის წინანდელი წინასწარმეტყველება:
2010 წელი, 30 მარტი
ვხედავ, რუსეთის მთავრობის უძლურების დასამტკიცებლად, რომ მათ არ შეუძლიათ ტერაქტების აღკვეთა, ააფეთქებენ კრემლის კედელს და იმასაც ვხედავ, რომ კრემლის ვარსკვლავს პატარა რაკეტას ესვრიან!
***
თუმცა, კრემლზე შეტევის შესახებ ქალბატონმა ლელამ მანამდეც იწინასწარმეტყველა და შემდგომიც გაიმეორა:
2008 წელი, 1 მარტი
ვხედავ, კრემლის ერთი კედელი იწვის, ფეთქდება. ასევე ვხედავ სხვა ტერაქტებს მოსკოვში. დიახ, რუსეთს ძალიან ბევრი მტერი ჰყავს. ისინი უწყობენ რუსეთს ტერორებს, ვისაც ვითომ იცავენ და მხარში უდგანან. იქნება ტერაქტების სერიალები და თანაც იქ, სადაც ხალხმრავლობაა. ეს ყოველივე რუსული პოლიტიკის ნაყოფია. მუსლიმები!
2011 წელი, 10 იანვარი
მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად იქნება მცდელობა კრემლის გადაწვისა. ააფეთქებენ კრემლის ერთ კედელს. ამაზე მთელი რუსეთი გაგიჟდება და დაიწყება საშინელი დაპირისპირებები.
2017 წელი, 28 ოქტომბერი
ვხედავ, ის გახშირებული ანონიმური შეტყობინებები, რომლებიც ასე მომრავლდა ბოლო პერიოდში რუსეთში და ლამის ყოველდღე აცხადებენ ევაკუაციას ხან სად და ხან — სად, რუსეთისთვის სერიოზული პრობლემაა. ცრუ შეტყობინებებს მალე რეალური აფეთქებები მოჰყვება. გაიხსენეთ ჩემი წინასწარმეტყველებები ბავშვთა სამყაროში მოსალოდნელ ტერაქტზე და იმაზეც, რომ კრემლის კედელსაც ააფეთქებენ და ვარსკვლავსაც კი ესვრიან პატარა რაკეტას.
***
მოკლედ რომ ვთქვათ, კრემლს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს წინ – ქალბატონი ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებების ასრულების მომსწრენი კვლავაც არაერთხელ გავხდებით“.
კრემლი – კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა