LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იქნება წარმოდგენილი ბათუმის კინოფესტივალზე – ვრცლად პროგრამის შესახებ

84

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში რიგით მეთორმეტე ბათუმის კინოფესტივალის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში ორგანიზატორებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე,  რომლებიც  ფესტივალის ფარგლებში გაიმართება, ასევე მოწვეულ სტუმრებსა და ფოტოგამოფენებზე.

ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბრამდე გასტანს. გახსნის ცერემონიაზე მონაწილებას მიიღებენ გია ყანჩელი და ბუბა კიკაბიძე. ფესტივალი ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმით „ხიბულა“  გაიხსნება, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობას ეხება.

ფესტივალზე 9 ფილმი იქნება წარმოდგენილი, ასევე 25 მოკლემეტრაჟიანი, აქედან  5 ქართული. ფესტივალი ხელოვანებს  ყოველწლიურად გადასცემს პრიზს კინოში შეტანილი წვლილისათვის. წელს პრიზი გადაეცემათ ბუბა კიკაბიძეს,  გია ყანჩელს და ირანელ რეჟისორსა და კინემატოგრაფისტს, მოჰსენ მაჰმალბაფს.

წლევანდელი ბათუმის  კინოფესტივალის საკონკურსო სექცია სამად იქნება დაყოფილი. მხატრულ სექციას უხელმძღვანელებს ირანელი რეჟისორი მოჰსენ მაჰმალბაფი, დოკუმენტურ სექციას გაუძღვება ქართველი რეჟისორი, საშა რეხვიაშვილი, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ხელმძღვანელი ტაჯიკი კინოკრიტიკოსი, საფარ ჰაკდათოვი იქნება.

ფესტივალს სხვადასხვა ქვეყნიდან განსხვავებული  მიმართულებისა და ჟანრის ხელოვანები ეწვევიან, მათ შორის კინოპოეტები, ქრონიკისა და დოკუმენტური კინოს წარმომადგენლები.  გარდა ამისა, ჩატარდება მასტერკლასები,  რომლებსაც მოწვეული სტუმრები გამართავენ და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს მიეცემათ საშუალება, გაიზიარონ მათი გამოცდილება.

უკვე მესამე წელია, ფესტივალი ახორციელებს პროექტს „ალტერნატიული ტალღა“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ მეტი გამოცდილება, ნმაყურებელს თავიანი ნამუშევრები გაუზიარო და მოიპოვონ დაფინანსება. ფესტივალი მუსიკალური საღამითი დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები