LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იცვლება ტაქსებისთვის – თბილისის მერის განმარტება

105
კახა-კალაძე-1

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ტაქსის ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ამის შესახებ მერმა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა,

„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში „ა“ კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი. „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსების ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობის და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები