„თქვენ ხართ „ეფესბეშნიკები”, ვერ ხედავ რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რას მიიღებ, ნახავ! „ეფესბეს” კი არა საქართველოს ვიცავ, – ასე მიმართა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს თაკო ჩარკვიანს.
„ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ როდისმე ხელი შემიშლია, როცა ინტერვიუს იძლევით? ეს რა არის, რა საქციელია? თქვენ ხართ „ეფესბეშნიკები“, ვერ ხედავ რა ხდება კავკასიაში?”– ამბობს ყაველაშვილი.
პარლამენტის ფოიეში სიტყვიერი დაპირისპირებისას თაკო ჩარკვიანმა მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის გაწირვაში დაადანაშაულა.
„ქვეყანა გაწირეთ, სახელმწიფო გაწირეთ, აბა, რა ქენით. მსგავსი რამ კომუნისტების დროსაც არ გამიგია. ოჯახში ილაპარაკე ასე. ცოლს ელაპარაკე ასე”, – განაცხადა ჩარკვიანმა.
პარლამენტში პერიოდულად ვითარება იძაბება. დეპუტატებმა ფოიეში ერთმანეთს რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირებასაც