2023 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 10%-ით, 1,335 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 1%-ით 62 მილიონ აშშ დოლარამდე არის გაზრდილი. ინფორმაციას recov.ge აქვეყნებს.
მათი ცნობით, ბათუმში 2023 წლის მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 7%-იანი კლება დაფიქსირდა.
recov.ge-ს თანახმად, ბათუმში 2023 წლის მაისში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე 25%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 21% და 15%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2023 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 926 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 12%-ით, 732 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
რამდენით გაძვირდა ბინები თბილისში – მაისში გაყიდვების რაოდენობა შემცირდა