LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა გგონიათ ბირთვული აფეთქება? უბრალოდ 90-იან წლებში დავბრუნდებით, მიხარია კიდეც, ხაზის ტელეფონები მომენატრა“ – მარგარიტა სიმონიანი

281
მარგარიტა-სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი „ტელეგრამზე“ ახალ ვიდეო პოდკასტს აქვეყნებს, სადაც ომის მიმდინარეობას აჯამებს. ის არ მალავს იმედგაცრუებას, საუბრობს ბირთვული ომის შესაძლო საფრთხეებზე და ამტკიცებს, რომ ბირთვული აფეთქება მხოლოდ რადიოაქტიური მოწყობილობის წყობიდან გამოყვანას ემსახურება.

„რა ამბავია ამ ბირთვულ აფეთქებაზე? ჩემმა მეგობარმა ამიხსნა, რადიო ინჟინერია, რომ ბირთვული აფეთქებით სულაც არაფერი მოხდება. აი, ჩვენს ტერიტორიაზეც რომ მოხდეს აფეთქება, არც რადიაცია იქნება და არც მძიმე ბირთვული ზამთარი.

უბრალოდ წყობიდან გამოვა რადიო ელექტრონული მოწყობილობები. ყველა გადამცემი, კამერები, ტელეფონები და დავბრუნდებით 90-იან წლებში, როცა იყო ხაზის ტელეფონები და რა კარგი იყო მაშინ არა? სადღაც მიხარია კიდეც. მომენატრა ეს დრო და აღარ მომიწევს ჩემი შვილებისთვის იმის მტკიცება, რომ გაჯეტები საჭირო არაა“. – ამბობს სიმონიანი.

იხილეთ ვიდეო

„რანაირი სომეხი ვარ? სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ერევანში“ – მარგარიტა სიმონიანი

„მხარი დამიჭირეთ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მოდით, გავხადოთ სომხეთი უძლეველი“ – მარგარიტა სიმონიანი

ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა ჰაკობიანი კიევში გაემგზავრა – პირველად, სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები