LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გეგმები აქვს 2024 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს – სახალხო პლატფორმა

30
თამთა-ყველაიძე

რა გეგმები აქვს 2024 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამთა ყველაიძემ ისაუბრა.

სანამ მიმდინარე წლის გეგმებზე გადავალთ, როგორ შეაჯამებდით 2023 წელს?

ქართული ღვინო 2023 წელს  მსოფლიოს 15 ქვეყანაში ჯამში 14 გამოფენაზე, 20 ფესტივალსა და 100 პროფესიულ დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი. ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებულ შტატები, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, პოლონეთი, ლატვია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ისლანდია, იტალია და თურქეთი. ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართა საქართველოშიც, რაც ტურიზმის განვითარებას და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას უწყობს ხელს.

ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც: მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება და წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მაქსიმალურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 89,5 მილიონი ლიტრი ღვინო, რაოდენობრივმა კლებამ 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12%-შეადგინა.  ექსპორტის რაოდენობრივი შემცირების ფონზე ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება, განპირობებულია ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით, რაც წარმოადგენს უმთავრეს განმსაზღვრელ მაჩვენებელს. პანდემიის პერიოდში კლების შემდეგ,  2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა. (2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი იყო – 2.48 აშშ დოლარი, 2023 წელს – 2.89 აშშ დოლარი).  ექსპორტის შემოსავლების ზრდა აღსანიშნავია სტრატეგიულ ბაზრებზე: კორეის რესპუბლიკა – 60%, გერმანია – 43%, აშშ – 6%, პოლონეთი – 3%, იაპონია- 1%; მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებელში: მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 196,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31,5 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელები – შემოსავლები 42%-ით, ხოლო ექსპორტის რაოდენობა 55%-ით არის გაზრდილი.

რა ბიუჯეტი გაქვთ წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის?

ბიუჯეტი 2024 წელს შეადგენს 16 მლნ ლარს. პირველი პროგრამაა – „ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სტრატეგიულ ქვეყნებში ბიუჯეტი შემდეგნაირად განისაზღვრა: აშშ –  2 296 000 ლარი, გერმანია –  1 050 000 ლარი, პოლონეთი – 900 ათასი ლარი, ჩინეთი – 1 064 000 ლარი, დიდი ბრიტანეთი – 495 ათასი ლარი, ბალტიისპირეთის ქვეყნები – 300 ათასი ლარი, იაპონია – 224 ათასი ლარი, კორეის რესპუბლიკა – 308 ათასი ლარი, დანია – 14 ათასი ლარი; საერთაშორისო გამოფენებისთვის განსაზღვრულია – 1 883 000 ლარი, საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 860 100 ლარი; ღონისძიებების კალენდარი იხილეთ ბმულზე;

2024 წლის განმავლობაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, განხორციელდება ასევე სხვადასხვა მედია და სარეკლამო კამპანია.

 მეორე პროგრამა –  „მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება –  ქართული ღვინის სახელმწიფო პროგრამა“ მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში დაამტკიცა. პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდა და პროგრამის პირობების გათვალისწინებით, კომპანიის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პერიოდი დადგა 2023 წლიდან. 2023 და 2024 წლებში აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტმა შეადგინა 2-2 მილიონი ლარი; ეს თანხა შედის პოპულარიზაციის მთლიან ბიუჯეტში. 2022 წელს შემოტანილი განაცხადებიდან, 2023 წელს პროგრამაში დაფინანსება გაიცა მხოლოდ 1 ბენეფიციარზე, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა პროგრამის პირობები – „შპს ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ თანადაფინანსების მოცულობა შეადგენდა 9952 ლარს.  2023 წელს შემოტანილი განაცხადებზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბენეფიციარებისგან თანადაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი. მიმდინარე პროგრამაში მონაწილეობს 26 ბენეფიციარი.  განხილვების შემდეგ, თანადაფინანსებას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ პროგრამის პირობებს.

Warning: Attempt to read property "name" on null in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-content/plugins/dynamic-content-for-elementor/includes/extensions/dynamic-visibility.php(1816) : eval()'d code on line 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები