Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რა გაუხდა საქართველოს, ერთ ოს პატიმარში გამცვალონო – ზაზა გახელაძე ოჯახმა ციხეში მოინახულა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გაუხდა საქართველოს, ერთ ოს პატიმარში გამცვალონო – ზაზა გახელაძე ოჯახმა ციხეში მოინახულა

131
ზაზა გახელაძე

ოკუპანტების მიერ, უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძე, წითელი წითელი ჯვრის დახმარებით ოჯახის წევრებს შეახვედრეს. ოკუპირებულ ცხინვალში მისი ცოლი, შვილები და მამა გადავიდნენ. ზაზა გახელაძის ცოლის განცხადებით, უკანონო პატიმრობაში მყოფი მისი ქმარი უიმედოდაა განწყობილი.

როგორც ზაზა გახელაძემ მეუღლეს უთხრა, ცხინვალის ციხეში მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მისი გაცვლა შესაძლებელია ოს მოქალაქეში, რომელიც სასჯელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იხდის.

“ერთადერთი რაც არის, ეს არის უიმედობა. მართალია, ბავშვებთან ეს არ გამოამჟღავნა და არ იძახდა, რომ დიდი ხანი იქნებოდა კიდევ ციხეში, მაგრამ მერე უკვე თქვა, რომ დიდი იმედი მიეცა, ორი რუსი მესაზღვრე რომ დაიჭირეს ჩვენებმა, მეგონა ამაში გამცვლიდნენ, მაგრამ ორ საათში მომიკვდა იმედიო. რა გაუხდა საქართველოს, რატომ ვერ ელევიან ქართველები, თუნდაც ერთ ოსს, რომ პატიმარში გამცვალონო. იციან იქ, რომ ჩვენებს ჰყავთ ვიღაც, რომელსაც ითხოვენ ისინი და ამაზე ზაზას ეუბნებიან, რომ არ გცვლიან, თქვენი ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობსო“, – აცხადებს ირმა ბუთხუზი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ ”მესაზღვრეებისთვის” ცეცხლის გახსნას ედავებიან.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

“ცუდადაა ბიჭი, ცოლ-შვილი, მშობლები, მაგის დარდშია სულ” – რას ყვება ყოფილი უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძის შესახებ

ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი დააკისრეს: მურად ჯიოევი