იაპონიაში მსოფლიო თასი დაიწყო რაგბიში. რამდენიმე ძალიან მაგარი ჯახი უკვე იყო (მათ შორის ჩვენი ჯგუფის თამაშში ავსტრალიამ ფიჯის მეორე ტაიმში აჯობა და 39:21 დაამარცხა), ჩვენი ბორჯღალოსნები კი ხვალ ჩაერთვებიან საქმეში და ევროპის ერთ-ერთ მოწინავე უელსს შეერკინებიან.
ახლა უფრო რთული იქნება: მალე საქაართველო მსოფლიოს შეერკინება
პირველი თამაში ორშაბათ შუადღეს გვაქვს.
საქართველოს ნაკრები კი ტურნირისთვის კარგა ხანია ემზადება და იაპონიაშიც საკმაო ხნის ჩასულია.
ამომავალი მზის ქვეყანაში ჩვენებს მშვენიერი დახვედრა-მასპინძლობა მოუწყვეს და სხვადასხვა ადგილები მოატარეს. გარდა სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობისა, ქართველი მორაგბეები ეტყობა ისედაც კარგ ხასიათზე არიან და ერთმანეთს ეშაყირებიან კიდეც.
ვიდეოში კარგად ჩანს რა “გაუჩალიჩეს” ვანო კარკაძეს. ლევან ჩილაჩავა დაიმალა და როდესაც კარკაძე სხვებმა მიაბრუნეს, მოულოდნელობისგან შეშინებული შეხტა და იქაურებში მხიარულება გამოიწვია.
ამასობაში ცნობილი გახდა საქართველის ნაკრების შემადგენლობა უელსთან მატჩისთვის.
ძირითადი შემადგენლობა:
1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.)
2. შალვა მამუკაშვილი
3. ბექა გიგაშვილი
4. გიორგი ნემსაძე
5. კონსტანტინე მიქაუტაძე
6. გიორგი თხილაიშვილი
7. მამუკა გორგოძე
8. ბექა გორგაძე
9. ვასილ ლობჟანიძე
10. თედო აბჟანდაძე
11. გიორგი კვესელაძე
12. ტამაზ მჭედლიძე
13. დავით კაჭარავა
14. მირიან მოდებაძე
15. სოსო მათიაშვილი
16. ჯაბა ბრეგვაძე
17. გურამ გოგიჩაიშვილი
18. ლევან ჩილაჩავა
19. შალვა სუთიაშვილი
20. ბექა საღინაძე
21. ოთარ გიორგაძე
22. გელა აფრასიძე
23. ლაშა ხმალაძე