ოტორინოლარინგოლოგი ნინო ჯანგვაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დილის გადაცემაში სტუმრობისას გლანდების ოპერაციის შემდეგ არსებულ გართულებებზე საუბრობს და მისი თავიდან აცილებს გზებს გვიზიარებს.
“გლანდები არის ერთგვარი ჯარისკაცი, რომელიც თავის თავზე პირველი იღებს დარტყმას, იქნება ეს ვირუსი თუ ბაქტერია.
რაღაც პერიოდის შემდეგ ხდება ისე, რომ გლანდები უფრო მეტად მავნებელი ხდება, ვიდრე სარგებლის მომტანი.
ოპერაციას შესაძლოა საჭიროებდეს ნებისმიერი პაციენტი, რომელიც 4-ჯერ, ან მეტჯერ ავადობს ანგინით, რაც გულისხმობს ჩირქოვან ანთებას სიცხესთან ერთად. პაციენტს უნდა აღენიშნებოდეს თავისუფალი ჩირქი. ასევე უნდა იყოს სახსრების ტკივილი, გულის აჩქარება, ან თირკმლის პრობლემები.
ოპერაცია დაახლოებით 15 წუთი გრძელდება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოსტოპერაციულ პერიოდს. ეს იწყება კვებიდან: უნდა ჭამოთ ის, რაც გეჭმევათ, იმ დოზით, როგორც გიწერიათ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გართულებებს წინ ხშირად სწორედ წესების დარღვევა უძღვის. მარტივად ვუხსნი პაციენტებს, დახურული ოთახის პრინციპია, თუ არ გააღებ იქ მტვერი და ბაქტერიები გროვდება. ასევე არის პირიც. ჩვენ მუდამ ოპერაციის შემდეგ ანტიბიოტიკებს ვნიშნავთ, ეს ჭრილობა ორივე მხარეს ღია რჩება. არ ხდება კანის შემთხვევაში დახურვა. შემდეგ კანი უნდა შეხორცდეს “ფიბრინის” ქვეშ, რომელიც ჩირქის მსგავსი ქსოვილია, თუმცა ჩირქი არ არის. ეს ნელ-ნელა უნდა ჩამოეცალოს და მივირთვათ დაბლენდერებული საკვები.
თუ არ არის რაიმე თანმხლები დაავადება, მაგ: შაქრიანი დიაბეტი, როგორც დიდებში ასევე პატარებშიც ეს პროცესი იდენტურად მიმდინარეობს. თავდაპირველად ვიწყებთ ნაყინით და რძით. მეორე დღიდან ინიშნება გარკვეული დიეტა, რაც აუცილებელია. ყველა ადამიანს ტკივილის განსხვავებული აღქმა აქვს. ხშირად ტკივილის გამო აღარ ჭამენ და “ფიბრინი” სქელდება. შემდეგ მიდის ღრმა ნეკროზი და ზიანდება მსხვილი სისხლძარღვი. ფიზიკური დატვირთვაც აუცილებელია. როდესაც რაიმე რთულდება ხშირად დიეტა დარღვეულია, ან საერთოდ არ არის საკვები მიღებული”, – საუბრობს ოტორინოლარინგოლოგი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 22 წლის სამტრედიელი გოგო გლანდების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
ამავე თემაზე:
როდის სჭირდება ბავშვს გლანდებისა და ადენოიდების ოპერაცია – ეკა უბერის რეკომენდაციები