რა განსხვავებაა სხვადასხვა საავტომობილო ბაზრისთვის დამზადებულ ავტომობილებს შორის? რომელს უფრო ენდობა მსოფლიო და რატომ ხდება ამა თუ იმ ქვეყნის ავტომწარმოებლის მიერ წარმოებული ავტომობილი პოპულარული? ამ თემაზე სასაუბროდ ”ავტორადიო” ავტოექსპერტსა და მრბოლელს ზურა ბეჟაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თქვენთვის საკმაოდ საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაცია მოგვაწოდა.
მაშ ასე, გთავაზობთ ქართველი ექსპერტის ზურა ბეჟაშვილის მოსაზრებას ამ თემასთან დაკავშირებით:
რით განსხვავდება ერთმანეთისგან ამერიკული/ევროპული ბაზრისთვის და იაპონური ბაზრისთვის დამზადებული ავტომობილები?
ავტომწარმოებელთა ქარხნები არსებობს, როგორც ევროპასა და ამერიკაში, აგრეთვე იაპონიაშიც, სადაც საავტომობილო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, მზადდება ავტომობილები. ეს ძირითადად შეეხება იაპონური ქარხნების განთავსებას ევროპაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იაპონიაში არსებობს მხოლოდ იაპონურ ავტომობილების ქარხნები, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ იაპონიაში თითქმის არ არის მოთხოვნა უცხოურ ავტომობილებზე და თუ არის, ის მზადდება და იგზავნება შეკვთით (მარჯვენა საჭით). განსხვავება მათ შორის ძირითადათ არის :კომფორტში, დიზაინში და ძრავის კუმშვის ხარისხში (ზოგიერთ შემთხვევაში).
რა განაპირობებს მათ წარმატებულ რეალიზებას და რომელი უფრო შეესაბამება ქართულ ავტოპარკს?
ევროპისა და ამერიკის საავტომობილო ბაზარი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იაპონიაში დამზადებულ ევროპისთვის განკუთვნილ ავტომობილებს (ქარხნული მარცხენა საჭით), რადგან მეტი წილი ამ ავტომობილებისა მოითხოვს საშუალო საწვავს (პრემიუმი), მაშინ როცა, ამერიკისთვის დამზადებულ ავტომობილებს ძირითადათ დაბალი ხარისხის საწვავი სჭირდება (რეგულარი). თუმცა, ამერიკიდან ჩამოყვანილი ავტომობილების დიდ ნაწილ ვერ უწოდებთ მოვლილს. იაპონურების დიდ ნაწილს კი მხოლოდ მაღალი ხარისხის საწვავი (სუპერი) სჭირდება.
მეორადებში საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს იაპონიიდან ჩამოყვანილი ავტომობილები, რისი ძირითადი მიზეზიც დაბალი ფასებია. აღნიშვნის ღირსია ამერიკისთვის და ამერიკაში დამზადებული იაპონური ბრენდები და ევროპული ავტომობილებიც, თუმცა ევროპაში დამზადებულ იაპონურ ბრენდებს უფრო მეტი ადამიანი ეტანება (მაგალითად, Toyota Land Cruiser). ხოლო პოპულარობით ბოლო ადგილზეა ამერიკული ბრენდები.
ამერიკულ, ევროპულ და იაპონურ ავტომობილებს შორის რომელია გამძლე და ხარისხიანი?
თუ ვსაუბრობთ ერთი და იგივე ბრენდზე მაგ: ჰონდაზე, ის მზადდება იაპონიაში, ევროპაში და ამერიკაში და ყველა ვარიანტი განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ვიზუალურად ასევე კომფორტით და ხარისხით. ყველაზე გამძლე და ხარისხიანი, მაინც იაპონიაში დამზადებული ავტომობილია.
საქართველოსთვის რომელი ბაზრის ავტომობილებია ყველაზე მოთხოვნადი და რატომ?
ყველაზე მოთხოვნადია საქართველოში იაფიანი ავტომობილები…