LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გამოწვევებია ავტოინდუსტრიაში – “კია საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობს

248
kia

“ყველა ავტომწარმოებელს აქვს დეფიციტური წარმოება და როგორც ვარაუდობენ, ეს მომავალ წელსაც გაგრძელდება”, – ამის შესახებ “კია საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა “რადიო ფორტუნას” ეთერში გადაცემა “ბიზნესნიუსში” ისაუბრა.

ამაშუკელის თქმით, 2022 წელი წარმოებასთან დაკავშირებით, გამოწვევებით სავსე წელი იყო.

“ეს გამოიწვია იმან, რომ უცაბედად გაიზარდა მოთხოვნა ბაზარზე, მეორე მხრივ კი, დეფიციტური წარმოება ავტონაწილების მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული. ჩვენი კომპანიისთვისაც გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა კარგად ვმართეთ გამოწვევები. “კია საქართველო” არის “კია ევროპის” ნაწილი. შესაბამისად, ევროპამ განსაკუთებით გამოასწორა წარმოება 2022 წლის მეოთხე კვარტალში. ამჟამად, შევავსეთ ჩვენი მარაგები და ჩვენს შოურუმებში წარმოდგენილია ახალი მეხუთე თაობის ევროპული წარმოების “კია სპორტიჯი”, გვაქვს როგორც ძრავების არჩევანი, ისე ფერების არჩევანი და გვაქვს სპეციალური შეთავაზებები”, – აღნიშნა გიორგი ამაშუკელმა.

“კია საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიაში არსებულ სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებლებს ახალი წლიდან ახალ სერვის ცენტრში მისვლის შესაძლებლობა ექნებათ.

“სასიამოვნო სიახლე გვაქვს ის, რომ პირველი სრულიად ელექტრომობილი Kia Niro მივიღეთ შოურუმში და ის წარმოდგენილია ჩვენი ვიზიტორებისთვის. 2023 წელს ველოდებით კიდევ ერთ ელექტრომობილს. გარა ამისა, თებერვლის თვიდან გაიხსნება ახალი სერვის ცენტრი, განახლებული სტანდარტების, სადაც იქნება ლაუნჯ სივრცე, გასართობი ღონისძიებები და მომხმარებლებს შეეძლებათ სასიამოვნო გარემოში მიიღონ სერვისი”, – განაცხადა “კია საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები