LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გახდა შეფერხების მიზეზი – რუსეთში უმსხვილესი მედიასაშუალებების ვებსაიტები დაბლოკილია

80
1

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალების ვებსაიტები შეფერხებით მუშაობს.

უკრაინულ ტეგერამ-არხებში გავრცელებული ცნობებით, რუსეთში დაბლოკილია რადიო თავისუფლებისა და დოიჩე ველეს ვებგვერდები.

მედიასაშუალებების დაბლოკვის შესახებ რუსული მედიაც წერს. 

“ეს დრო გაივლის, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ვცდილობთ მივიღოთ დადასტურება”, – აცხადებენ ვებგვერდ “მედუზას” რედაქციაშიც.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში “ფეისბუქის” შესაძლო დაბლოკვის შესახებ – ამ დროისთვის მისი ხელმისაწვდომობა დაახლოებით 30%-ია.

ასევე შეწყდა BBC-ის რუსული ბიუროს ვებგვერდის მუშაობაც, GlobalCheck-ის მიხედვით, მისი ხელმისაწვდომობა 17%-ია, რაც შესაძლოა მის დაბლოკვაზე მიუთითებდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ასევე შეწყვეტილია Google Play-ს, App Store-სა და Twitter-ის მუშაობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები