LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გახდა ჯარისკაცების გაუჩინარების მიზეზი?

105

გონიოში, ზღვაში, ჯარისკაცების გაუჩინარების მიზეზი, შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორი გამხდარიყო და არა ერთი კონკრეტული, ამის შესახებ წყალქვეშა ცურვის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ნიკოლეიშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ორი სამხედროს დაკარგვა ტექნიკურმა გაუმართაობამ, არასწორმა სასწავლო მეთოდიკამ ან გაუთვალისწინებელმა ექსტრემალურმა სიტუაციამ გამოიწვია.

“თუ კარგად არ არიან მომზადებული, შესაძლოა, ექსტრემალურ ვითარებაში ვერ გააკეთონ სათანადო რეაგირება. შეიძლება აქ თავდაცვის სამინისტროს ექიმის პრობლემაც იყო, ვინაიდან, როგორც მე მშობლებმა მითხრეს, ყურის ანთება ჰქონდა ერთერთ სამხედრო მოსამსახურეს და ასეთ ვითარებაში, და 30-40 მეტრის სიღრმეზე რთულდება ჩაყვინთვა და ცუდ გავლენას ახდენს ადამიანზე” – განაცხადა დავით ნიკოლეიშვილმა.

წყალქვეშა ცურვის ფედერაციის პრეზიდენტდროულიდ ა ადეკვატურო რომ ყოგილიყო, შედეგი ის იქნებოდა რომმ ან გადარჩებოდნენ ან ცხედრებს მაინც იპოვიდნენ. არ ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები. უნდა მოეწვიათ მეთევზეები, ოკეაოლოგები, ცურვის ფედერაცია, ამ ჯგუფს უნდა დაეგეგმა სამუშაოები. მრჩევა შთაბეჭდილება, რომ გეგმის გარეშე მუშაობენ ქაოტურად.

“ასეთ წყლებში, როცა ზღვა ღელავს მხედველობა არის ძალიან დაბალი, შეიძლება ნახევარ მეტრში ჩაუარო ადამიანს და ვერ დაინახო. სამოქმედო ეს გეგმა რომ ყოფილიყო, ის მაინც გვეცოდინებოდა ეს ადამაინები ამ ტერიტორიაზე არიან თუ არა. შეიძლება ეს ბიჭები წაიღო მდინარე ჭოროხის კანიონთან, სადაც 700 მეტრია სირმე, იქ ვერ ჩავლენ ღრმა ყვინთვის  დაივერები და საჭიროა სხვა გეგმა. თავდაცვას უნდა ჩაეკეტა ეს ზონა და თურქულ გემს უფრო ღია ზღვისკენ უნდა ემუშავა, გონიოში უნდა განაწილებულიყვნენ თავდაცვის მყვინთავები და პროფესიონალები. მეთევზეებს ბადეებით უნდა ჩაეკეტათ ეს არეალი. ასეთ პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა დაკარგული სამხედროების პოვნა” – განაცხადა დავით ნიკოლეიშვილმა.

კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი 16 აგვისტოს, გონიოში, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნების დროს დაიკარგნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები