LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფორმატით აღდგება სასწავლო პროცესი სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან და რა პრობლემებზე საუბრობენ განათლების ექსპერტები

157
Online-classes

დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ სასწავლო პროცესის აღდგენის მექანიზმებზე ისაუბრა. ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რა ფორმატით წარიმართება ახალ სასწავლო წელს სწავლის პროცესი,თუმცა მისი თქმით საუბარია შერეულ მექანიზმზე, რაც გულისხმობს იმას,  რომ შესაძლოა ონლაინ სწავლებაც ძალაში დარჩეს.

ამ თემას ეხმიანებიან განათლების ექსპერტები,რომლებიც სწავლების ამ მოდელს არ ეთანხმებიან. მათი თქმით პანდემიის დროს ნათლად გამოჩნდა რომ მსგავსი სისტება საქართველოში პრობლემატურია,ვინაიდან, მოსწავლეებს არა აქვთ სათანადო და თანაბარი წვდომა ინტერნეტზე, მასწავლებლებს კი კომპეტენცია, რომ ასეთ ფორმატში ჩაატარონ გაკვეთილები.

როგორც განათლების ექსპერტმა თამარ მოსიაშვილმა ისაუბრა,  აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომები და დოკუმენტი,რომელიც საშუალებას მისცემს სკოლებს თავად განსაზღვრონ სწავლების მოდელი საჭიროებებისა და პრობლემების განსაზღვრის ფონზე,ასევე ონლაინ სწავლების შემთხვევაში აუცილებელია შემოწმდეს ყველა მოსწავლის წვდომა ინტერნეტთან.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საბავშვო ბაღებში ონლაინმექანიზმის გამოყენება ვერ მოხდება შესაბამისად მაქსიმალური სიფრთხილის ზომებია საჭირო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები