ახალ წელს ნათელ და ბრწყინვალე ფერებში ჩაცმული უნდა შეხვდეთ. 2017 წლის სიმბოლო ცეცხლოვანი მამალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს ტრენდული იქნება ყველაფერი მდიდრული, მოდური და ბრჭყვიალა. ყველაზე აქტუალური ფერები კი ნარინჯისფერი, ყვითელი, წითელი და ოქროსფერი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ მამალი ძალიან ამაყია, საახალწლო ღამის სამოსიც შესაბამისი, ერთობ მდიდრული და შესამჩნევი უნდა იყოს. იდეალურ შემთხვევაში ის თვლებითა და ბუმბულებით უნდა იყოს გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ მამალს არ უყვარს კატა, ამიტომ ამ ცხოველის პრინტის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბერს ლეოპარდისა თუ ვეფხვის შეფერილობის კაბებიც არ უნდა ჩაიცვათ.