LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფერის ავტომობილს ირჩევენ მსოფლიოში

38

ამერიკულმა ფირმა Axalta Coating Systems-მა ყოველწლიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნდა და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საავტომობილო ფერი გამოავლინა. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ბოლო დროს მოდაში ხასხასა ფერები დაბრუნდა.

”ძველებურად ნეიტრალური ფერები დომინირებს, თუმცა არის ერთი ნიუანსი. სულ უფრო ხშირად მყიდველები უპირატესობას ხასხასა ფერებს ანიჭებენ”, – განაცხადა Axalta-ს მარკეტინგის მენეჯერმა ნენსი ლოკჰარტმა.

კვლევის თანახმად მთელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფერი ისევ თეთრია. ყოველი ათი გაყიდული ავტომობილიდან, ოთხი თეთრია.

პოპულარობით მეორე ფერი შავია, სამეულს კი ნაცრისფერი ასრულებს. ერთ დროს ყველაზე გაყიდვადი ვერცხლისფერი ამჯერად მეოთხე პოზიციაზეა, ხუთეულს კი წითელი ფერის ავტომობილები ასრულებენ. მეექვსე და მეშვიდე პოზიციები ლურჯმა და კრემისფერმა გაინაწილეს. ათეულში ასევე ყვითელი და მწვანე ფერი შედის. ბოლო პოზიციაზე კი ყველა დანარჩენი ფერი გავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები