ბავშვების კვება მშობლების მუდმივი პრობლემაა. ზოგი არ ჭამს, ზოგიც ძალიან ბევრს ჭამს.
გადაცემა “ექიმებში” დაანგრიეს მითი, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია. როგორც აღმოჩნდა, ძილის წინ, ბავშვებისთვის ნამცხვრისა და რძის მიცემა სასარგებლო არ არის.ეთერში ექიმებმა, მარტივი ცდით აჩვენეს, რა შეიძლება მოხდეს, როცა შაქრის პროდუქტს რძესთან ერთად, ბავშვი არასწორ დროს იღებს.
ექიმები ამბობენ, რომ ამის გამო ვითარდება სხვადასხვა რეაქციები, ამან შეიძლება გამოიწვიოს უძილობა და ალერგიის მსგავსი გამოვლინებები.
ექიმებმა განმარტეს, რომ ეს კომბინაცია ბავშვებმა შესაძლოა მიიღონ დღის სხვა მონაკვეთში. ღამით კი უმჯობესია ხილი და სხვა მსუბუქი პროდუქტები მიიღონ.