LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეღირება კუს ტბის განახლებული საბაგირო?

18

კუს ტბის საბაგიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოში დასრულდება. როგორც ”ფორტუნას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე დასრულებულია და საბაგიროს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ”ბაგირმშენი” აშენებს. კომპანიას პროექტირების გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია საბაგირო გზის აღსადგენად 1 მილიონ 100 ათასი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები საბაგირო გზის მართვის პულტის თანამედროვე სისტემით შეცვლას მოიცავს. ასევე, დაიკიდება შვეიცარული გამწევი ბაგირი, რაც მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

კუს ტბის განახლებული საბაგირო გზით, მსურველებს ორი გონდოლა 7-8 წუთის ინტერვალით მოემსახურება. წინასწარი ინფორმაციით, საბაგირო გზა, დასაწყისისთვის, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს, თუმცა მგზავრთა მოთხოვნის შესაბამისად დრო შესაძლოა გაიზარდოს კიდეც.

რაც შეეხება კუს ტბის განახლებული საბაგირო გზის საფასურს, სავარაუდოდ, საბაგირო გზით მგზავრობა 1 ლარი ეღირება.

კუს ტბის საბაგირო გზა 2009 წლამდე სეზონურად მუშაობდა, თუმცა მისი რეაბილიტაციისა და უსაფრთხო მუშაობისთვის მერიამ 2010 წლიდან საჭირო თანხა ვეღარ გამოყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები