LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეჭვებს აჩენს დემურ სტურუას საქმე?

76

22 წლის დემურ სტურუას საქმეში არის კითხვის ნიშნები და ჩანს სისტემური პრობლემები, ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სისხლის სამართლის საქმეთა ანალიტიკოსმა, გოგა ხატიაშვილმა, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარია პროკურატურის განცხადებაში მოცემული მტკიცებულებების შინაარსობრივი მხარე, ასევე რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა იმისათვის, რომ გამოძიება ყოფილიყო ეფექტური.

“არ ჩანს, რა გააკეთა პროკურატურამ იმისთვის, რომ ბრალდებული წარედგინა მართლმსაჯულებისათვის. სტურუას საქმეში თავიდანვე იდენტიფიცირებადი იყო ის საფრთხეები, რაც შეიძლება გამოეწვია ბრალდებულის ქმედებებს. იყო საფრთხე, რომ ამ პიროვნებას გაენადგურებინა მტკიცებულებები და მოწმეებზე ზეწოლა განეხორციელებინა” – განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ვარაუდობს, რომ პროკურატურამ სათანადოდ არ შეაფასა რისკები, რაც ბრალდებულის ქმედებებს შეიძლებოდა მოჰყოლოდა. როგორც გოგა ხატიაშვილმა აღნიშნა, გარდა სტურუას ინდივიდუალური საქმისა, გამოიკვეთა სისტემური პრობლემები.

“კერძოდ, ძალიან ხშირია სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტები, რომლებიც სათანადოდ არ არის გამოძიებული. ასევე გამოჩნდა სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც, ძირითადად, ემსახურება პირის დასჯას და არა მის რეაბილიტაციას” – განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები