თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და სენაკის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატიმა კობა ნაყოფიამ.
“დაახლოებით ერთი კვირით ადრე, სანამ ის ჩამოვიდოდა საქართველოში, მე გახლდით კიევში. მან გამიზიარა თავისი სურვილი, რომ ის აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას.
რაზეც მე მას დავუსვი ერთი კითხვა, რომ ეს იქნებოდა ძალიან რთული გზა, და ისიც კი ვუთხარი, რომ ეს სიცოცხლისთვის არის საშიში. რაზეც მან მიპასუხა ძალიან მარტივად: რა დროს ჩემი სიცოცხლეა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ვკარგავთო, – თქვა კობა ნაყოფიამ.
თავისუფლების მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის” აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
აქცია მომღერალმა ლექს-სენმა გახსნა, შემდეგ კი სცენა პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლას დაეთმო.
სიტყვით გამოსვლები ამ წუთებშიც გრძელდება.
ამავე თემაზე:
ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს: გიგი უგულავა
გია ბუღაძე: ხედავთ რა ტრიალებს? ქარბორბალა, რა ქვია? მიშა ქვია ამ ქარბორბალას
ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის მეც და მწარედ მომატყუე: ანზორ მელია
ვიდეო: ლელა წურწუმიამ აქციის მონაწილეებს მეგრულად უმღერა
სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და მივუტევოთ ერთმანეთს – სააკაშვილის წერილი